შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში საახალწლო ატმოსფეროა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ 24 დეკემბერს, სკოლაში, საახალწლო ღონისძიება, „ახალი წელი, ახალი იმედებით“ ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი. მათ თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ჯემალ დიასამიძე ძალიან ლამაზი, საინტერესო, სახალისო და შთამბეჭდავი გამოვიდა.
სასკოლო საზოგადოება დამდეგ ახალ წელს ყველას დიდი სიყვარულით ულოცავს.
„სკოლა გულითადად ვულოცავთ მოსწავლეებს, მათ ოჯახებს, თანამშრომლებსა და სრულიად საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს!
წარმატებებისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს 2025 წელი სრულიად საქართველოსთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: