საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა სპექტაკლად ქცეული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ დიდ სცენაზე ნახეს
26-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომ სასკოლო ცხოვრება მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი და მრავალფეროვანი გახადონ. შესაბამისად, სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული.

ამჯერად,  IV (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) და IV (დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი) კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის შესანიშნავი ნაწარმოები - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნანახი, ბავშვებს წაკითხული წიგნის გაანალიზებაში დაეხმარათ - მეორე მსოფლიო ომის „შავი“ ფერი და გურული იუმორი.

პატარები უდიდესი შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203