მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
იქ დაუვიწყარი, ზღაპრული საახალწლო ზეიმი ჩატარდა. სასკოლო გარემო მოსწავლეებმა და პედაგოგებმა განსაკუთრებული მონდომებით გააფორმეს.
მოსწავლეებმა იმღერეს, შემოქმედებითი ნომრები გამართეს, იცეკვეს და ლექსები ლამაზად წაიკითხეს. მათ მიწვეულ სტუმრებთან ერთად იმხიარულეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„საახალწლო განწყობას თვით სვანეთის ჯადოსნური, ღვთიური ბუნებაც უერთდება და სპეტაკი თოვლით სადღესასწაულო განწყობას ქმნის. ეს დღე ლამაზად ჩატარდა და ჩაიწერა სკოლის ისტორიაში. ბატონმა რაულ გულბანმა, რომელიც განსაკუთრებული ზრუნვის გამო, დიდი სიყვარულით სარგებლობს სასკოლო საზოგადოებაში და თემში, ყველას მიულიცა ახალი წელი. მან მოსწავლეებს უსურვა, მათი სახით, სვანეთსა და სრულიად საქართველოს სასახელო ადამიანები შეემატოთ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: