ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში საახალწლო ჟრიამული ზამთრის დაწყებისთანავე დაიწყო, დეკემბრის პირველივე რიცხვებიდან სკოლაში სადღესასწაულო ჟრიამულია.
მოსწავლეებმა საკლასო ოთახები გაალამაზეს საკუთარი ნამუშევრებით, სკოლა მრავალფეროვნად მორთეს და სიგელები დაიმსახურეს.
ბავშვებმა საახალწლო ღონისძიებაზე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და ბოლოს, თოვლის ბაბუსგან ტკბილეულებითაც დასაჩუქრდნენ.
ასებე, ბავშვბმა გაცვალეს „საიდუმლო სანტას“, საჩუქრები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და ერთმანეთს ბედნიერი ახალი წელი უსურვეს.
„მშვიდობის, წარმატების და ბევრი სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2025 წელი! მრავალ ახალ წელს!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა ღინისძიება სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: