დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლაში დიდი საახალწლო ჟრიამულია, მოსწავლეებმა ამაღლებული განწყობით მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს და სკოლის ისტორიას კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება შესძინეს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლები მოირგეს. წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და თოვლის ბაბუასთან ერთად დრო მხიარულად და ხალისიანად გაატარეს.
პედაგოგების - ცარო გელაძე ( I კლასი), ლილი გვარამაძე (II კლასი), ლია გურასაშვილი (III კლასი), ირმა ჩალაური (IV კლასი ), ეთერ ბაქრაძე (ქართული ენის მასწავლებელი), ნანა ჯაში (მუსიკის მასწავლებელი) და მეგი მთვარელიშვილი (ხელოვნების მასწავლებელი) - აქტიური ჩართულობით ზეიმი ძალიან საინტერესო და მხიარული გამოვიდა.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს-დაწყებითი კლასის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს და ბედნიერ ახალ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: