ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, იქ, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა მონაწილე დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, სკეტჩები გამართეს და ახალი წლის შესახებ ისაუბრეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოებისა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
იხილეთ ფოტოები: