ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
ამის მიზეზი კი, საახალწლო ღონისძიებაა, რომელის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნომრები გამართეს, როლები წარმატებით მოირგეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო შინაარსიანად გაატარეს.
მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს და დამდეგი შობა-ახალი წელი ყველას მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობას შესაბამისად მორთული სასკოლო გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: