მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა
27-12-2024

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი და ქართულ ენაზე განხორციელებული სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფორმაზე (უმაღლესი განათლების მიღების ფორმის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება უცხოეთში აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის ფარგლებში მიღებულ და 2005 წლამდე უცხოეთში მიღებულ განათლებაზე)“.

გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში კი, შესაძლებელია წარდგენილ იქნეს უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფორმის თაობაზე საქართველოში მოქმედი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელთან თანამშრომლობითაც ხორციელდება გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა; „ხოლო, უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტ(ებ)ი ან/და მიუთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე“.

აქვე აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების მიღების ფორმის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ აღნიშნული ინფორმაციის წარდგენას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203