ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგები 30 მარტამდე გაგრძელდება - 3-მოდულანი პროფესიული განვითარების პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა ცნობილია
05-01-2025
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ბრიტანეთის საბჭო იწვევს ინგლისური ენის მასწავლებლებს დარეგისტრირდნენ ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ტრენინგ პროგრამაზე.

სამი მოდულისგან შემდგარი 22-საათიანი ონლაინ პროფესიული განვითარების პროგრამა ფოკუსირებულია სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისურის სწავლების მეთოდებზე.

ტრენინგ-კურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ თვით-შესწავლის მოდულების შესრულება, ლაივ სესიებში, ფორუმებში, ვებინარებში აქტიური მონაწილეობა და რეფლექსიური ჟურნალების მომზადება. ტრენინგის მონაწილეებს ასევე ეძლევათ საშუალება გაეცნონ კოლეგების გამოცდილებას და დაამყარონ პროფესიული კავშირები.

ტრენინგ პროგრამა მოიცავს 8 კვირას, 2025 წლის 10 თებერვლიდან - 30 მარტამდე პერიოდში.

პროგრამის კომპონენტებია:
3 თვით-შესწავლის მოდული (9 საათი);
3 ვებინარი მოდერატორთან;
3 ლაივ სესია ფასილიტატორთან კოლეგების მონაწილეობით;
3 ფორუმ დისკუსია;
4 რეფლექსიური ჟურნალის მომზადება და ატვირთვა ელექტრონული პორტფოლიოსთვის.
შერჩევის კრიტერიუმები:
საქართველოს მოქალაქეობა;
საქართველოს განათლების სისტემაში მუშაობა;
საბაზისო IT უნარები ონლაინ პლატფორმაზე დასარეგისტრირებლად, საკუთარ ანგარიშზე წვდომისთვის და აქტივობებში ჩართვისთვის;
ინგლისურის ცოდნის მინიმალური დონე- B1Minimum.
რეგისტრაცია:
რეგისტრაციის ბმული გაიხსნა 2024 წლის 22 დეკემბერს დილის 10:00სთ-ზე GMT.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025წლის 12 იანვარი 23.59სთ GMT.

მასწავლებელთა ონლაინ ტრენინგზე დასარეგისტრირებლად 2024 წლის 22 დეკემბრიდან - 2025 წლის 12 იანვრამდე უნდა შეავსოთ ონლაინ ფორმა: https://forms.office.com/e/h0TBrRZDvh
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203