აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი აქტივობების შეთავაზებასა და პროექტებით სწავლებას.
ამჯერად, მეექვსე კლასში განხორციელდა პროექტი - „რელიგიური მოზაიკა“, (ხელმძრვანელი მაია ფეიქრიშვილი) .
პროექტის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოება, შობის ღამეს ახალშენის კათოლიკურ ეკლესიას ესტუმრნენ და თანატოლებსა და სოფელში მცხოვრებ კათოლიკეებს ქრისტეს დაბადება მივულოცეთ და მონაწილეობა მივიღეთ საშობაო ლიტურგიაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ გაფორმდა მემორანდუმი ახალშენის საჯარო სკოლასთან.
„ყველა კათოლიკეს, ვინც ქრისტეს შობას აღნიშნავს 25 დეკემბერს, ვულოცავთ. დაე, თითოეულ ჩვენგანში იშვას იესო - ძე ღვთისა და ჩვენი გულებიდან ისმოდეს მისი დიდება ! ამინ ! მადლობა ჩვენს მასპინძლებს პადრე დანიელს, ძვირფას ანა-მარიას, მრევლს, სასკოლო საზოგადოებას, სკოლის დირექტორს ვიოლა აკობიძეს, არაჩვეულებრივ ბავშვებს.ასევე მადლობა ქუტირის სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, ზურაბ თოდუას, ნანა შალამბერიძეს, იდეის ავტორს მაია ფეიქრიშვილს“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა ემოციებით სავსე პროექტი.
როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა.
იხილეთ ფოტოები: