ელექტრონულ ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
27-12-2024
მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის საყურადღებოდ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. ელექტრონული ჟურნალის საბოლოო დადასტურების ვადა 11 იანვარია.

„27 დეკემბერს, 2024-2025 პირველი სემესტრის ბოლო დღეა. სემესტრის დასრულებიდან, 14 კალენდარული დღის ვადაში გექნებათ ელექტრონული ჟურნალის რედაქტირების შესაძლებლობა ანუ 10 იანვრის ჩათვლით.

11 იანვარს, ელექტრონული ჟურნალი საბოლოოდ დადასტურდება, რის შემდეგაც მხოლოდ სემესტრული ქულის რედაქტირება იქნება შესაძლებელი. 11 იანვრის შემდეგ, თქვენ ვეღარ შეძლებთ სემესტრის განმავლობაში, მიმდინარე დასწრების მაჩვენებლისა და შეფასებების ასახვა/ რედაქტირებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული საკითხი და მაქსიმალურად ყურადღებით შეამოწმოთ ასახული მონაცემები“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203