ტკოცის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ (ხელმძღვანელი: მანანა კანთელაშვილი) საინტერესო პროექტი განახორციელა.
პროექტზე მუშაობისას კათედრის ხელმძღვანელთან ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ჩხიტუნიძეც თანამშრომლობდა.
პროექტი მრავალ აქტივობებს მოიცავდა და ემსახურებოდა მნიშვნელოვან მიზნებს: მშობლიური ენის სიყვარულის გაძლიერებას, ენის სიწმინდის დაცვას, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას და მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარების გამომუშავებას.
პედაგოგების ხელშეწყობით მოსწავლეებმა საკუთარი ძალებით მნიშვნელოვანი განაცხადები გააკეთეს.
ტკოცის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მანანა კანთელაშვილს და ნინო ჩხიტუნიძეს მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტოვობის განხორციელებისათვის.
იხილეთ ფოტოები