მეორეკლასელთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 
27-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დეკემბრის თვე ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას ჰგავდა, სადაც საახალწლო ამბავს მოსწავლეები და პროფესიონალი პედაგოგები ყვებოდნენ. 

სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიებების სერია გაიმართა, ამჯერად ასპარესზე  II კლასის (დამრიგებელი ნარგიზა შელია) მოსწავლეები გამოვიდნენ. 

მოსწავლეებმა განასახიერეს მულტფილმისა და ფილმის პერსონაჟები, შეასრულეს საახალწლო სიმღერები და წარმოადგინეს საცეკვაო ნომრები.

ღონისძიების დასასრულს დამრიგებელმა  სიურპრიზად, ქართველი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძისა და მისი მწვრთნელის ვიდეომილოცვა აჩვენა.

გიმნაზიის პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე. 

ღონისძიების დასასრულს, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს საინტერესო და ლამაზი წარმოდგენისათვის, ასევე, მშობლებს მხარდაჭერისა და ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203