ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეთა მიღწევებს და წარმატებებს სხვადასხვა სფეროში მუდამ აფასებს და მხარს უჭერს.
ამჯერად, სკოლა მე-7 კლასის მოსწავლის - ალექსანდრე შაინიძის წარმატებას გვიზიარებს. ის, საქართველოს რეგიონის ვიზუალური პროგრამირების ოლიმპიადა HOUR OF CODE 2024- ის ფინალური რაუნდში მონაწილეობდა, სადაც მესამე ადგილი მოიპოვა. მოსწავლე მიღწეული წარმატებისთვის სერტიფიკატითა და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.
HOUR OF CODE 2024-ის ფინალური რაუნდი-საინტერესო ალგორითმული ორთაბრძოლა. 2024 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა.
სალიბაურის N2 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამილა ბაგრატიონი, სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ალექსანდრე შაინიძეს გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: