ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ის მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული. მოსწავლეები მაყურებლის წინაშე სიმღერით, ცეკვითა და ლექსებით წარდგნენ. მათვე ზღაპრის გმირებიც „გააცოცხლეს“.
ღონისძიება კლასების დამრიგებლებმა: ნათელა ნატმელაძემ, ირინე მუსერიძემ, მაია ჯელაძემ, თამარ მესხმა და ნონა ხუსკივაძემ მოამზადეს. ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა - რუსუდან რეხვიაშვილმა ყველა მოსწავლე ტკბილეულით დაასაჩუქრა.
დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა და მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
იხილეთ ფოტოები: