თბილისის N177 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების თემაზე ტრენინგი გაიმართა
18-06-2018
თბილისის N177 საჯარო სკოლაში საინტერესო და შემეცნებითი ტრენინგი ჩატარდა. 

ტრენინგი დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და სამოქალაქო კლუბ „არჩევანის“ თაოსნობით გაიმართა. 

მორიგი შეხვედრა მესამე კლასის მოსწავლეებთან გაიმართა, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი ინა ოხანაშვილი უძღვებოდა. 

შეხვედრის თემა „შეზღუდული შესაძლებლობა“ იყო. 

ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში  მიმდინარეობდა. 

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე ნახატები დახატეს და საკუთარი აზრი დააფიქსირეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203