ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო სანახაობა 
30-12-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლაში დამდეგი შობა-ახალი აღინიშნა. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მუსიკის პედაგოგი ნანა მიქაბერიძე.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. 

მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლეებმა შესანიშნავი მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიებამ წარმოაჩინა რამდენიმე მოსწავლის განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარები.

როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგი დავით ბოლქვაძე გვეუბნება, მიუხედევად იმისა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა უკვე მეორე სასწავლო წელია სხვა სკოლაში მეორე ცვლაში უძღვება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს, სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოველმხრივ ცდილობენ ბავშვებს შესთავაზონ არაფორმალური განათლების მრავალფეროვანი აქტივობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...