რა მნიშვნელოვანი ღონისძიება მიუძღვნა თბილისის N60 სკოლამ შოთა რუსთაველის 850 წლისთავს
2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც სახელოვანი პოეტის 850 წლისთავს ეძღვნებოდა, თბილისის N60 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებიც ჩაერთნენ.
ბავშვები გაეცნენ „ვეფხისტყაოსნის“ მოკლე შინაარსს, თამარის ეპოქას, შოთას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ეპიზოდებს, შეისწავლეს რუსთაველის აფორიზმები.
მათ ასევე, შესაბამისი ილუსტრაციებით დაამზადეს წიგნები, გადაწერეს და გააფორმეს „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები და აფორიზმები.
30 ნოემბერს მოეწყო ნამუშევრების პრეზენტაცია, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის შესაბამისი სლაიდშოუ.