მორძგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინფორმატიკის ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიეს
18-06-2018
პროექტ „OLYINFO-ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასთვის“ გაზაფხულის სეზონი მორძგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის წარმატებული აღმოჩნდა.

სკოლის დირექტორი მაია ბარჯაძე, ხოლო ისტ-ის მასწავლებელი მეგი გიორგაძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა როგორც ჩატარების, ასევე შეფასების მხრივ, სრულიად კომპიუტიზირებული და ავტომატიზირებული იყო, შეკითხვები და ამოცანები კი ალგორითმულ აზროვნებაზე დამყარებული.

მორძგვეთის საჯარო სკოლიდან, სადაც სულ 15 მოსწავლე სწავლობს, ფინალურ ტურში 9 მოსწავლე მონაწილეობდა: ლუკა ღვალაძე (V კლასი), მარიამ აბუთიძე და მარიამ კაპანაძე (VI კლასი), მარიამ კაპანაძე, შორენა ნიშნიანიძე, ნიკა მეგრელიშვილი (VII კლასი), მედეა ასანიძე, ნინო მეგრელიშვილი და დავით ღვალაძე (VIII კლასი), რომელთაც ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობისათვის სერთიფიკატები გადაეცათ.

გამარჯვებული მოსწავლეები-მარიამ კაპანაძე (VI კლასი), მარიამ კაპანაძე (VII კლასი), ნიკა მეგრელიშვილი და მედეა ასანიძე დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

ოლიმპიადის ორგანიზატორმა, OLYINFO-ს საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე გიორგი მანდარიამ, შორენა ნიშნიანიძეს, რომელიც ოლიმპიადაში უკვე მესამედ მონაწილეობდა და 2017 წლის გაზაფხულის და შემოდგომის სეზონის გამარჯვებულია და მარიამ აბუთიძეს, რომელმაც წელს პირველად მიიღო მონაწილეობა, ფასიანი საჩუქრები გადასცა. 

სკოლის დირექციის ცნობით, ეს დღე მოსწავლეებისათვის, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის დაუვიწყარი იქნება. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203