თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება, რომელიც მეტად შთამბეჭდავად წარიმართა, ორგანიზება გაუწია დარჩიძეების საჯარო სკოლამ და ამავე სკოლის მუსიკის პედაგოგმა - თამარ ფუტკარაძემ.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, წარმოადგინეს სხვადასხვა სახის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და ერთმანეთსა და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი წელი მიულოცა დარჩიძეების საჯარო სკოლის დირექტორმა - დავით სურმანიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: