ღვანკითის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეთა მოგზაურობა რომანტიზმის საოცარ სამყაროში 
31-12-2024

გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება ეწყობა. 

მათ შორის, XI კლასის მოსწავლეებმა განიხილეს ქართული რომანტიზმი, როგორც მსოფლიო სევდის ნაწილი. აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციით ნინი ასათიანი, სოფო ბოჭორიშვილი, ანანო გავაშელაშვილი, ლიზი კუბლაშვილი, მარიამ კუბლაშვილი, ქეთევან კუბლაშვილი, ნათია კუბლაშვილი და ქრისტინე კუბლაშვილი წარდგნენ.

მოსწავლე შოთა რობაქიძემ გრიგოლ ორბელიანის ლექსი „მუხამბაზი" მხატვრულად წაიკითხა, რამაც საუცხოო ხიბლი შესძინა ღონისძიებას.

პრეზენტაციას სკოლის დირექცია და ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელი - მადიმი დოლაკიძე ესწრებოდნენ. 

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს რომანტიზმი, როგორც კულტურული მიმდინარეობა, ისაუბრეს ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე და ადამიანის მოვალეობაზე ქვეყნისა და ერის წინაშე. დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს და XI კლასის დამრიგებელსა და ქართული ენის მასწავლებელს - ქეთევან დადუნაშვილს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203