ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ სკოლაში I სემესტრის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
მათ შორის იყო, I სემესტრის ბოლოს გამართული ვიქტორინა ისტორიაში. აქტივობაში მე-9, მე -10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ცოდნა წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. აქტივობის ორგანიზატორები იყვნენ: ზაირა ბოლქვაძე და ქეთო ტარიელაძე.
გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდენ.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინას ესწრებოდენ კათედრის წევრები.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს და აქტივობის ორგანიზატორებს საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: