ბაილეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მხიარული სტარტებით აღნიშნა.
სკოლის აღსაზრდლები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და ბევრი იმხიარულეს.
1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებას.
იხილეთ ფოტოები