ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა, მასწავლებლების ხელმძღვანელობით, საახალწლო კარნავალი მოაწყეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მაღალ დონეზე ჩატარდა, რაც ყველა დამსწრისთვის სადღესასწაულო და თბილი გარემოს შექმნას ითვალისწინებდა.
მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ, ეს ეტყობოდა როგორც დარბაზის ლამაზ გაფორმებას, ასევე მათი ორიგინალურ და თავისებურ გამოსვლებს.
მოსწავლეების სიხარული გააორმაგეს თოვლის ბაბუამ და ფიფქიამ, რომლებიც საჩუქრებით შეუერთდნენ საახალწლო ღონისძიებას.
დღე თბილი და კეთილი მოლოცვებითა და სამახსოვრო, ლამაზი ფოტოებით დაგვირგვინდა.