ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში დაუვიწყარი და შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების სამზადისში აქტიურად იყო ჩართული სკოლის ყველა მოსწავლე. ბავშვებმა ზეიმზე წარადგინეს სხვადასხვა საინტერესო და სახალისო ნომერი.
მათ წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. ღონისძიების დასასრულს კი სკოლის დირექტორმა - თენგიზ გობაძემ ყველას მიულოცა დამდეგი ახალი წელი. მან, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და კეთილი სურვილები უსურვა.
სასკოლო საზოგადოება დირექტორს და მოსწავლეებს ამ დღის გალამაზებისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა ჩვენს მოსწავლეებს მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, ხოლო სკოლის დირექტორს, ბატონ თენგიზ გობაძეს ამ დღის გალამაზებისთვის.
გომაროს საჯარო სკოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! სიკეთის, ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს ახალი 2025 წელი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: