მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო სემესტრი მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
სკოლაში დიდი საზეიმო განწყობა იყო, საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნომრებით სასიამოვნოდ გააოცეს სასკოლო საზოგადოება.
მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე იყო, რომელმაც სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა და დღესასწაული მეტად ჯადოსნური გახადა.
ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ყოველივე საუკეთესო უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: