ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობითა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში სკოლის I-VI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ბავშვებმა ერთმანეთს და სასკოლო საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საუკეთესო წელი უსურვეს.
ეს დღე დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: