ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებას დიდი ყურადღება ექცევა.
ამ მიზნით, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება ეწყობა. მათ შორის, იქ სპორტულ-გასართობი აქტივობა - „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
ის მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის ფონზე, მეტად საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო შინაარსიანად გაატარეს და იხალისეს.
დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა და ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: