ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, წინასაახალწლო დღეები ნამდვილ დღესასწაულად იქცა.
სკოლამ 26 დეკემბერს საზეიმოდ გააცილა 2024 წელი და ფართოდ გაუღო კარი ახალ, 2025 წელს. საახალწლო ღონისძიებას ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოების წევრები, თემის წარმომადგენლები და სტუმრები.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ერთმანეთსა და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. ბავშვებმა თოვლის პაპასაც უმასპინძეს.
თოვლის პაპამ საჩუქრები გადასცა სკოლის ყველა მოსწავლეს, უსურვა მათ კარგად სწავლა და საუკეთესო მამულიშვილობა.
„ერკეთის საჯარო სკოლა ულოცავს ახალ წელს სრულიად საქართველოს, ფეხბედნიერად შემოსულიყოს 2025 წელი ჩვენს ქვეყანაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: