„ზღაპრული სამყარო მუსიკაში“ - ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი 
01-01-2025

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და მიდგომებს იყენებენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. ეს ყველაფერი კი ბავშვების მოტივაციასა და განწყობაზე დადებითად აისახება. სწორედ ასეთი ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყო 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი. 

აღსანიშნავია, მე-5 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი მუსიკაში (პედაგოგი ფატმან სხირტლაძე, კლასის დამრიგებელი ნინო წულუკიძე), რომლის თემა იყო - „ზღაპრული სამყარო მუსიკაში“. 

მოსწავლეები ხალისით და ინტერესით იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, შექმნილი გარემო ნამდვილად ზღაპეულ სამყაროს წარმოადგენდა. კლასის თითოეული მოსწავლე თავისი ჩაცმულობით ზღაპრის სხვსდასხვა პერსონაჟს განასახიერებდა. მათ გაითავისეს მუსიკის მნიშვნელობა ზღაპარში, ის, რომ მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია ზღაპრის გადმოცემა. ასევე მუსიკის საშუალებით შეძლეს, დაეხასიათებინათ ზღაპრის სხვადასხვა გმირი, ამოეცნოთ მათი ბუნება და ხასიათი. მუსიკალური ელემენტების მოსმენის შემდეგ იმსჯელეს ზღაპრის შინაარსის, იდუმალი, ჯადოსნური სამყაროს გადმოცემის შესახებ.

გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერა - „ზღაპარ იყო“, რამაც კიდევ უფრო გაახალისა და საინტერესო გახადა გაკვეთილი.

ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ პედაგოგს, ბავშვებს და მოწვეულ მასწავლებლებს, რომლებმაც აღფრთოვანება ვერ დამალეს გაკვეთილის შემდეგ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203