ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ ზღაპრული საზეიმო განწყობა დატრიალდა.
დამრიგებელმა - ანაჰიდ გიოზალიანმა პატარებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა და მოსწავლეებთან ერთად ლამაზი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ჯადოსნური კარნავალი გამართეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული წუთები და ემოციები აჩუქეს.
ნიჭიერმა პატარებმა მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციებიც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო, სახალისო და დასამახსოვრებელი გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა. ამ მიზნით კი სკოლაში აქტიურად იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
იხილეთ ფოტოები: