ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო.
იქ, 2024-2025 სასწავლო წლის ბოლოს, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა დამდეგი 2025 წელი მაყურებელს ლექსებით, სიმღერებით, შემოქმედებითი ნომრებითა და ცეკვებით მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: