ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.
მათ შორის, ისინი საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ნახატების კონკურსში - „ნახატები ბიბლიურ თემაზე“ მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი შემდეგ სამ საფეხურს მოიცავდა:
კონკურსი გრძელვადიანია და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი შედეგები 26 დეკემბერს შეჯამდა. კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულთა შორის არიან ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე: ელენე დეისაძე, ნინი ფხალაძე, მართა ვაშაყმაძე და მარიამ ვაშაყმაძე. ოთხივე მონაწილე და ასევე პედაგოგი - ხათუნა თვალოძე სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებთ“,- სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: