ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში გაიმართა
03-01-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში, არერთი თემატური ღონისძიება თუ პროექტი ეწყობა. 

მათ შორის, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლალი კაშია გახლავთ, წაიკითხეს ფრანკ ბაუმის - „სანტა კლაუსის ცხოვრება და თავგადასავალი“, ჰოფმანის - „მაკნატუნა და თაგვების მეფე“. სწორედ ამ საახალწლო ზღაპრების მიხედვით დაიგეგმა და განხორციელდა ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის?“

თამაშში ოთხი გუნდი: „ფიფქია და ჯუჯები“, „გრინჩი“, „ფერიები და ფეხბურთელები“ და „ელფები“ მონაწილეობდა. მოსწავლეები დიდი გულისყურით უსმენდნენ კითხვებს, სწრაფად რეაგირებდნენ, თანამშრომლობდნენ და პასუხობდნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, დასმული კითხვები არამხოლოდ ამ წიგნებთან დაკავშირებული ფაქტების ცოდნას მოითხოვდა, არამედ მოსწავლეებს აძლევდა საშუალებას გაეანალიზებინათ თემები და პერსონაჟების ქცევის მოტივები.

მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „შავ ყუთთან“ დაკავშირებულმა შეკითხვამ და კაპიტნების კონკურსმა. მცირე უპირატესობით, გამარჯვებული ორი გუნდი გახდა. წარმატებულ გუნდებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები თოვლის ბაბუამ გადასცათ.

„სწავლა თამაშით, ინტელექტუალური აქტივობები ეფექტური მეთოდებია სასკოლო სწავლების ნებისმიერ საფეხურზე. ამ სტრატეგიების გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად უფრო საინტერესოს, სახალისოსა და სასურველს ხდის.

ამ ინტელექტუალურმა თამაშმა მოსწავლეეებს განუვითარა კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობა, შემოქმედებითობა, ლოგიკური კავშირის დამყარება საკითხების მიმართ და სხვა. „მაკნატუნა“ და „სანტა“ კი გახდნენ ბავშვების საყვარელი პერსონაჟები“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203