ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს, დიდი ჟრიამული იყო.
იქ, IVა კლასის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი მინი სპექტაკლი - Christmas Quarrel („საშობაო აურზაური“) გამართეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპექტაკლი განსაკუთრებული იყო, რადგან მისი მიზანი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართვა იყო. აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილე თავს საახალწლო ზღაპრის ნაწილად გრძნობდა.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. ღონისძიებას ინგლისური ენის მასწავლებელი - თამარ ციცვიძე ხელმძღვანელობდა.
„სასკოლო ცხოვრება ყოველთვის სავსეა დაუვიწყარი მომენტებით, მაგრამ საახალწლო ღონისძიებები განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა. ისინი არამხოლოდ საზეიმო განწყობას ქმნიან, არამედ ბავშვების, მშობლების და მასწავლებლების ერთად შეკრების, ახალი ემოციების გაზიარებისა და კრეატიულობის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.
„საშობაო აურზაური" არ არის მხოლოდ ღონისძიება – ის არის შესაძლებლობა, რომ ბავშვებმა განიცადონ ერთიანობის, შემოქმედებითი გამოხატვისა და შობის სიხარული. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მეგობრული გარემოს შექმნას, ურთიერთობების გაძლიერებასა და ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას.
დაე, „საშობაო აურზაური" გახდეს წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და დაუვიწყარი დღე“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: