ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მართლწერის კონკურსი გაიმართა
03-01-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. 

ისინი აღსაზრდელებს, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ უცხო ენების კათედრაზე დაიგეგმა და განხორციელდა მართლწერის კონკურსი - spelling bee.

კონკურსის მიზანი წერითი უნარების გაუმჯობესება-განვითარება გახლდათ. მასში V, VI, VII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ჟიურს შემადგენლობაში სკოლის თვითმმართველობის წევრები: ვიკა ღაღანიძე, ანი ბესელია და გიორგი ჯიმშელეიშვილი იყვნენ, 

წესების თანახმად, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ. 

მე-5 კლასი:

  • 1-ელი ადგილი - ლუკა ძაძამია;
  • მე-2 ადგილი - ნინო სანიკიძე;
  • მე-3 ადგილი - დიმა კოღუა;

მე-6 კლასი:

  • 1-ელი ადგილი - დემეტრე ბესელია;
  • მე-2 ადგილი - ანასტასია ჩვამანია;
  • მე-3 ადგილი - ანანო ბჟალავა.

მე-7 კლასი:

  • 1-ელი ადგილი - ლიზი ჩიტაია;
  • მე-2 ადგილი - ანდრია ზარქუა;
  • მე-3 ადგილი - მარიამ მირცხულავა.

ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ჯგერენაიამ, გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203