წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრი ხალისიანად დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ იქ წინასაახალწლო კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებშიც თითოეულმა კლასმა თავისი საზეიმო პროგრამა წარადგინა. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას სხვადასხვა აქტივობა და მხიარული ნომერი ქართულ და სომხურ ენებზე შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ საახალწლო ზეიმში საყვარელი გმირების ფორმებში გამოწყობილი პირველკლასელები პირველად მონაწილეობდნენ. მათ მეორეკლასელებთან ერთად, საახალწლო კონცერტი გამართეს - წაიკითხეს საახალწლო ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. პატარებმა თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინეს.
კონცერტის ბოლოს, კლასის დამრიგებელმა ბავშვებს საჩუქრები გადასცა, რაც მათ სკოლის ადმინისტრაციამ მოუმზადა.
„ბედნიერი ბავშვები კამერების წინ პოზირებდნენ და დიდი მსახიობებივით იქცეოდნენ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: