ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო.
იქ ლამაზი საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლე ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაც გაიმართა. მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ნარჩენებისგან საახალწლო სუვენირები დაამზადეს და გაყიდეს. გარდა ამისა, ბავშვებმა საახალწლოდ საჩუქრები მიიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
მათთვის ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
იხილეთ ფოტოები: