წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს, სასწავლო წლის განმავლობაში, ხშირად სთავაზობენ.
მათ შორის, დაწყებითი კლასების პედაგოგმა - ლანა კაკაჩიამ გაერთიანებულ მე-4 და მე-5 კლასში მათემატიკური ვიქტორინა, სახელწოდებით - „გაყოფა და გამრავლება არ მეშლება“ ჩაატარა.
ვიქტორინა ორი ტურისგან შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ვიქტორინას დაწყებითი კლასების კათედრისა და სკოლის ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: