სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო წლის პირველი ნახევარი.
სემესტრის მიწურულს, სკოლაში მეცხრეკლასელი გოგა ბაღათურიას გრაფიკული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლის პედაგოგი ლია კუპრეიშვილი გახლავთ, რომელიც მისი შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
ასევე, მე-10 კლასში, პროექტული სწავლების -„შემოქმედება და წარმატებული კარიერა“ ფარგლებში, მოსწავლეებმა მოაწყვეს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
აღსანიშნავია, რომ მეათეკლასელები პროექტს მეორე სემესტრშიც გააგრძელებენ. ისინი სკოლის ეზოში შექმნიან „ლენდ-არტის“ ხელოვნების ნიმუშებს.
ნოქალაქევის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს თითოეულ მოსწავლეს.
იხილეთ ფოტოები: