საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებებით გაჯერებული პირველი სასწავლო სემესტრი ნაყოფიერად დასრულდა. აღინიშნა არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი თუ მოვლენა.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ანა კალანდაძის საუკუნოვანი იუბილე. წელს პოეზიის დედოფლის - ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. ამ განსაკუთრებულ თარიღს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
მე-7 კლასში (ხელმძღვანელი როზა თავაძე) ჩატარდა საახალწლო კაფე-საღამო, სახელწოდებით - „შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა“.
მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს, მხატვრულად წაიკითხეს მისი ლექსები, გაიხსენეს ნაკლებად ცნობილი დეტალები ანა კალანდაძის ცხოვრებიდან. შესრულდა არაერთი მუსიკალური ნომერი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნათია საბაშვილი.
იხილეთ ფოტოები: