ახალი წელი - ახალი ოცნებების, ახალი იმედების დასაწყისი და დღესასწაულია, რომელიც ერთნაირად ახარებს დიდსა და პატარას.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში, ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
ბავშვებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებითა და ლექსებით ჯადოსნური დღესასწაული მოაწყვეს და საახალწლო განწყობა შეუქმნეს მაყურებელს.
ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექცია თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგს, მიწვეულ სტუმარსა და დამსწრე საზოგადოებას ულოცავს შობა-ახალ წელს და უსურვებს წარმატებულ წელს.
იხილეთ ფოტოები: