ქუთაისის N19 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარსხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სასწავლო მიღწევებზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
მათ შორის არიან 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - მარიამ ბაბუაძე, სანდრო კუპრაშვილი, ქეთი აბაშიძე, მარიამ კაპანაძე, ლუკა ლომინაძე, თაკო მამრიკიშვილი, ნათია ქორიძე, დავით ძნელაძე, ელენე ჭელიძე, ნატალი ავალიანი, ლიზი ივანეიშვილი, გვანცა უგულავა და ლევან მაღლაფერიძე, რომლებიც ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში კურსდამთავრებულებს კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს საუკეთესო აღზრდილებს დამსახურებულ ჯილდოს და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების ლამაზ და საინტერესო გზებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.