ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, თორიის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომელმაც იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ პირველიდან, მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ათობით მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას „საახალწლო ზღაპარი“ უწოდეს, სადაც ბავშვებმა საკუთარი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, შეასრულეს ცეკვები, სიმღერები, გაითამაშეს მინი-სპექტაკლები, ასე მიულოცეს სასკოლო საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს ახალი წელი და კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს არდადეგების დასრულებამდე.
15 იანვარს კი თორიის საჯარო სკოლის კედლები კვლავ აივსება მოსწავლეთა ჟრიამულით.