„საშობაო და სხვა კარგი ამბები“ - ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში შემაჯამებელი აქტივობა ჩატარდა
06-01-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში საახალწლო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები ასმათ კვარაცხელია და შორენა გოგოხია.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ჰქონდა ვიქტორინის სახე და მასში ჩაერთნენ დაწყებითი საფეხურის ზედა და საბაზო სკოლის მოსწავლეები.

შემაჯამებელ გაკვეთილს სახელწოდებაც საგანგებოდ შეურჩიეს - „საშობაო და სხვა კარგი ამბები“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წინასწარ იმუშავეს ვაჟა-ფშაველას მინი-პოემაზე „საშობაო ამბავი”.

„მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება აღსავსე იყო ხალისით, თავის გამოჩენის და გამარჯვების ჟინით, ინტერაქციებით. მოსწავლეებისთვის იყო ბევრი სიურპრიზი და დასამახსოვრებელი აქტივობა. გუნდებს წინასწარ ჰქონდათ მოფიქრებული სახელწოდებები, იყო ბლიც კითხვები, ვიდეო კითხვებიც და  კითხვები კაპიტნებისთვის. ჟიური აჯამებდა ქულებს და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

აქტივობის ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცა სიგელი, გამარჯვებული გუნდის კაპიტანს კი სამახსოვრო საჩუქარი. 

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას, და ექსტრემალურ სიტუაციებში ღირსეულად მოქცევის უნარ-ჩვევების განმტკიცებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203