„მე რომ ქიმიის მასწავლებელი ვიყო“ - ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა ჩატარდა
06-01-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ამის დასტურია მრავალმხრივი პროექტები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ერთვებიან.

ახლახან სასკოლო კლუბმა ჩაატარა აქტივობა „მე რომ ქიმიის მასწავლებელი ვიყო“. პროექტის ფარგლებში სკოლას ესტუმრნენ კურსდამთავრებულები, რომლებიც უკვე სტუდენტები და კლუბის აქტიური წევრები არიან.

მარი იობიძემ და მაგდა თვალოძემ ჩაატარეს გაკვეთილი თემაზე „ნარევების დაყოფა“.

გაკვეთილმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რომელთაც ახალგაზრდების მიერ ჩატარებული გაკვეთილი შემდეგი სიტყვებით შეაფასეს: „ყოველთვის გვეძვირფასებით. წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!! მომავალო პედაგოგებო“!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203