ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წინასადღესასწაულო განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და ამის დასტურია ის მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებიც ცოდნის ტაძარში ჩატარდა.
მათ შორის იყო ღია კარის დღეც, სადაც გამოიფინა მოსწავლეების მიერ საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები; გაიმართა ნაძვის ხეების კონკურსი, ხოლო დაწყებითმა კლასებმა მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ პროექტში „როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“.
I „დ“ კლასმა წარმოადგინა ქართლ-კახეთი, მე-3 „ა“ კლასმა - აჭარა, მე-3 „ბ“ კლასმა სამეგრელო... ამ დღეს რუსთავის N23 საჯარო სკოლის კედლებში „პატარა საქართველო“ მთელი თავისი დიდებულებით წარდგა და ბავშვებმაც დიდი სიხარულით წარმოადგინეს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციები.