მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. აქედან გამომდინარე, ფორმალური განათლების პარალელურად, აქტიურად ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბი, რომლებიც საინტერესო პროექტებისა თუ აქტივობების დახმარებით, მოსწავლეებს მიღებული ცოდნის განმტკიცებაში, ასევე საჭირო უნარების განვითრებაში ეხმარება.
ახლახან ქსოვრისის საჯარო სკოლის კლუბ „ბაზისის“ ლიდერმა, მეგი ლოხიშვილმა, ქართული მულტიპლიკაციური ფილმების პოპულარიზაციის მიზნით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს (I-V კლასები) უჩვენა ქართული მულტფილმები: „ჩხიკთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“, „მეფე და ლომი“, „სიზმარა“ და „მტრობა“... რამაც ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია და მათი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებმა იმსჯელეს მულტფილმების გმირების შესახებ და გამოიტანეს დასკვნები, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.