ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, შესაბამისად სკოლაში სხვადასხვა თემატიკის წრე და კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც მოსწვლეები თავიანთი ინტერესების შესაბამისად ერთვებიან.
ქუთაისის N19 სკოლაში, უკვე სამი წელია ფუნქციონირებს მეწარმეთა კლუბი „ხელმარჯვე ოსტატები“. კლუბს პედაგოგები ნატო კლდიაშვილი, ლელა ახალაძე და ლალი კეჭყემაძე ხელმძღვანელობენ და სწორედ მათი ინიციატივით კლუბის წევრები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან.
მათ, ამჯერადაც გაახარეს სასკოლო საზოგადოება. ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმით დაამზადეეს საახალწლო სუვენირები და ნაძვის ხის სათამაშოები, რომლებითაც მოირთო სკოლის ნაძვის ხე და ფოიე.
იხილეთ ფოტოები: