ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციის, განწყობის ამაღლებას და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში ტარდება.
მათ შორის იყო საახალწლო ღონისძიება, რომელიც სკოლაში, მოსწავლთა თვითმმართველობის ორგანიზებით და მთელი სკოლის ჩართულობით ჩატარდა.
ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო და სანახაობრივი ნომრებით. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობელთა მხარდაჭერა.
ეს დღე სასკოლო საზოგადოებისთვის დაუვიწყარი და ემოციური აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: